გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ოფიციალურად დღის ბოლოს დადასტურდება | მიქაუტაძემ ლიონთან კონტრაქტი გააფორმა

გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, 23 წლის თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.

მიქაუტაძემ „ლიონს“ საკუთარი მომავალი 2028 წლის ივნისამდე დაუკავშირა. მისი სატრანსფერო ღირებულება 18.5 მილიონი ევროა, ბონუსების გამოკლებით. თუ „ლიონმა“ მისი გაყიდვა გადაწყვიტა, ფრანგულმა გრანდმა „მეცს“ მიღებული თანხის მცირე პროცენტი უნდა გადაურიცხოს.

L’Equipe-ისა და უგო გილემეს ინფორმაციით, ფრანგები ტრანსფერს ოფიციალურად დღის ბოლომდე დაადასტურებენ. მიქაუტაძე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, რომლის აკადემიაშიც 2008-15 წლებში ირიცხებოდა და შემდეგ მისი დატოვება მოუწია.

მიქაუტაძის გადაბირება „მონაკოსაც“ უნდოდა, მაგრამ მონეგასკებს სურდათ, თანხა რამდენიმე ნაწილად დაეფარათ. „მეცი“ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება და ფული მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სჭირდება, რის გამოც, „ლიონი“ „მონაკოზე“ წინ დააყენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა-ს რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა საქართველო ევრო 2024-ის შემდეგ
ფიფა-ს რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა საქართველო ევრო 2024-ის შემდეგ