ანტონიო კონტე
Aa
Aa

„რეკონსტრუქციის პროცესს ვიწყებთ“ | კონტე ნაპოლის მდგომარეობაზე

ანტონიო კონტემ „ნაპოლიში“ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა RAI-ის მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მას და მის სამწვრთნელო შტაბს დიდი სამუშაო აქვთ გასაწევი.

„რეკონსტრუქციის პროცესს ვიწყებთ და დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. გავაანალიზე, რომ საშუალო დონიდან ვიწყებთ და არა მაღალი დონიდან. არის მომენტები, როცა გამარჯვებების გამო, ბევრი პრობლემა სააშკარაოზე არ გამოდის. ასეთ დროს ობიექტურობა უნდა შეინარჩუნო და პროგრესის გზაზე სიარული განაგრძო, რათა კონკურენტუნარიანი და წარმატებული იყო. ზუსტად იგივე უნდა გააკეთო, რასაც მარცხისას აკეთებ - პოზიტივს ინარჩუნებ, სხვა ყველაფერს კი წარსულში ტოვებ“.

სხვათა შორის, დღეს, იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. „ნაპოლი“ წინასასეზონო შეკრებას დიმაროში გადის და კონტე ფეხბურთელებს პირადად გაესაუბრა. მან სასადილო ოთახის კარები გადაკეტა და მოთამაშეებთან პირისპირ დარჩა. Tuttosport-ის ცნობით, სასადილო ოთახში კლუბის არც ერთი ხელმძღვანელი არ იმყოფებოდა და ვერც პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი შევიდა.

შეგახსენებთ, რომ კონტეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კვარაცხელიას შენარჩუნებაა. მან დე ლაურენტისს განუცხადა, რომ ხვიჩა, ყველა ვარიანტში, გუნდში უნდა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა-ს რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა საქართველო ევრო 2024-ის შემდეგ
ფიფა-ს რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა საქართველო ევრო 2024-ის შემდეგ