გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე | Transfermarkt-ზე მამარდას ფასი გაიზარდა

ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება განაახლა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „მამარდას“ ფასმა 10 მილიონი ევროთი მოიმატა და 35 მილიონიდან 45-მდე აიწია.

„ვალენსიას“ ფეხბურთელი Transfermarkt-ზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და პირველ ადგილს დიოგუ კოშტასთან იყოფს. გიორგი ჯანლუიჯი დონარუმას (40 მილიონი), გრეგორ კობელს (40 მილიონი), მაიკ მენიოს (38 მილიონი), გულიელმო ვიკარიოს (35 მილიონი), ედერსონს (35 მილიონი) და სხვა ცნობილ მეკარეებს უსწრებს.

ესპანეთის ლა ლიგაში, მამარდაშვილზე ძვირად 18 ფეხბურთელია შეფასებული, მსოფლიოში კი გიორგი 119-ე ადგილს იკავებს. ქართველებს შორის, Transfermarkt-ზე მასზე ძვირი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია ღირს - 80 მილიონი ევრო.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულებაც - 15 მილიონიდან, 20 მილიონამდე. გიორგი ქოჩორაშვილის ფასმა კი 1.5 მილიონით მოიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა-ს რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა საქართველო ევრო 2024-ის შემდეგ
ფიფა-ს რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა საქართველო ევრო 2024-ის შემდეგ