საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ფიფა-ს რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა საქართველო ევრო 2024-ის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, ფიფა-მ საფეხბურთო ნაკრებების რეიტინგი განაახლა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, წინ წაიწია და 4 საფეხურით დაწინაურდა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, „ჯვაროსნები“ 74-ე ადგილზე იმყოფებოდნენ, ახლა კი 70-ზე არიან. ვილი სანიოლის გუნდმა საკუთარი მონაგარი 22.41 ქულით გაზარდა და 1361.41 ქულა დააგროვა, რაც ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გადასასწრებად საკმარისი აღმოჩნდა.

ფიფა-ს რეიტინგში პირველ ადგილს არგენტინა იკავებს, რომელიც კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. მეორეზე საფრანგეთი იმყოფება, ხოლო ევროპის ჩემპიონი, ესპანეთი 5 საფეხურით დაწინაურდა და მესამეზეა. ინგლისი, რომელიც ფინალში „ფურია როხასთან“ დამარცხდა, მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ხუთეულს ბრაზილია ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების საუკეთესო პოზიცია 42-ე ადგილია, ყველაზე ცუდი - 156-ე. ჩვენი უშუალო კონკურენტები არაბთა გაერთიანებული საამიროები (69-ე ადგილი), იორდანია (68-ე ადგილი), ბურკინა ფასო (67-ე ადგილი) და ალბანეთი (66-ე ადგილი) არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბას პასით ისტორია დაიწერა | ლობჟანიძის ბრწყინვალე მატჩი MLS-ში
საბას პასით ისტორია დაიწერა | ლობჟანიძის ბრწყინვალე მატჩი MLS-ში