ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა | ოსიმენი პარი სენ-ჟერმენში გადადის

ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა უახლოეს პერიოდში დასრულდება. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელს, დიდი ხნის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებდნენ და ნეაპოლური პრესის ცნობით, დადგა ის დრო, როცა მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე მივიდა.

Il Mattino-ს მიხედვით, გუშინ, „ნაპოლისა“ და პსჟ-ს ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო ზარები და საუბრები გაიმართა. კლუბები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ და ტრანსფერი მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა დაიხუროს.

Il Mattino-ს ინფორმაციას Corriere dello Sport-იც ადასტურებს და დღევანდელ ნომერში წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს დათმობებზე წასვლა მოუწია. ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო იყო, მაგრამ „პარტენოპეი“ 100 მილიონს მიიღებს.

La Repubblica-ს მიხედვით, ოსიმენის წასვლა დღეების ან შესაძლოა, საათების ამბავიც იყოს. „ნაპოლი“ დიმაროში შეკრებას გადის და ახალი სეზონისთვის ემზადება, მაგრამ ვიქტორი ვარჯიშებში მონაწილეობას არ იღებს. იტალიური გამოცემის თქმით, ეს ტრავმის მიღების რისკის თავიდან არიდებითაა განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საბას პასით ისტორია დაიწერა | ლობჟანიძის ბრწყინვალე მატჩი MLS-ში
საბას პასით ისტორია დაიწერა | ლობჟანიძის ბრწყინვალე მატჩი MLS-ში