საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

საბას პასით ისტორია დაიწერა | ლობჟანიძის ბრწყინვალე მატჩი MLS-ში

საბა ლობჟანიძემ MLS-ში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. გამთენიისას, ქართველი ფეხბურთელის გუნდი, „ატლანტა იუნაიტედი“ „ნიუ იორკ სიტის“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, ლობჟანიძემ კი ორივე საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

„ატლანტამ“ ანგარიში 21-ე წამზე გახსნა. საბას გადაცემით დანიელ რიოსმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ქართველი გარემარბი რეკორდული შედეგის მონაწილე გახდა და 21-ე წამზე გატანილი გოლი „ატლანტას“ ისტორიაში ყველაზე სწრაფად შეგდებული ბურთია.

38-ე წუთზე, ლობჟანიძის ჯერი დადგა. საბა საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა და „ნიუ იორკ სიტის“ კარი აიღო - 2:0. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 75 წუთი გაატარა და Whoscored-მა მისი თამაში 7.7 ქულით (მეორე საუკეთესო შედეგი), Sofascore-მა კი 8.0 ქულით (საუკეთესო შედეგი ნიუ იორკ სიტის მეკარესთან ერთად) შეაფასა.

ცნობისთვის, MLS-ის 2024 წლის სეზონში, ლობჟანიძეს მონაწილეობა 20 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 6 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. 24 მატჩის შემდეგ, საბას გუნდს 25 ქულა აქვს და საპლეიოფო ზონას 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტეს ბრძანება | „კვარა გაახანგრძლივებს ან ძველი კონტრაქტით დარჩება“
კონტეს ბრძანება | „კვარა გაახანგრძლივებს ან ძველი კონტრაქტით დარჩება“