ოფიციალურად - კაკაბაძე კრაკოვიას ახალი კაპიტანია
ოთარ კაკაბაძემ ევრო 2024-ზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მის გუნდში კი სიახლეა. დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქართველი ფეხბურთელი კრაკოვიას ახალი კაპიტანია.
ოთარის კაპიტნობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ევრო 2024-ზე თავი დიდებულად წარმოადგინა. მეორე კაპიტანი იაკუბ იუგასი იქნება, ხოლო მესამე კამილ გლიკი.
Otar Kakabadze nowym kapitanem Pasów! ⚪️????
— CRACOVIA (@KSCracoviaSA) July 17, 2024
A tak prezentuje się cały skład kapitański na sezon 2024/2025! ???? pic.twitter.com/B3Wr3kN2KE
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ კაკაბაძემ თავის კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
კრაკოვია ახალ სეზონში პირველ მატჩს 21 ივლისს, საკუთარ კედლებში პიასტ გლივიცესთან გამართავს.
ასევე გეტყვით, რომ ქართველმა მარჯვენა მცველმა ევრო 2024-ზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ სამი გუნდის ინტერესი გამოიწვია. SportoweFakty-ის ინფორმაციით, კაკაბაძის გადაბირება ერთ გერმანულს და ორ ინგლისურ გუნდს სურთ, თუმცა კონკრეტული სახელები არ გაჟღერებულა.
ცნობისთვის, ჯვაროსნების ფეხბურთელმა გასულ სეზონში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.