თბილისის დინამო, ფერდინანდ ფელდჰოფერი
Aa
Aa

ფელდჰოფერი: “ევრო თასებზე მხოლოდ ახალგაზრდებით თამაში რთულია“

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის დინამო მორნარ ბარს უმასპინძლებს. მატჩის წინ, თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ფერდინანდმა?

„რა თქმა უნდა, ჩვენ მაღალი დონის თამაში დაგვჭირდება. ბოლო დღეებში მოთამაშეებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მზად არიან. მათ ჩვენ გვაჩვენეს სურვილი, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გაიღებენ. რაც შეეხება შემადგენლობას, დიახ ოქრიაშვილი მონტენეგროში ჩვენთან ერთად არ იყო, რადგან ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო. ერთი კვირის შემდეგ ის უკეთესად გამოიყურება და ვნახავთ შეძლებს, თუ არა მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებას.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდული გუნდი გვყავს. შესაძლოა ყველაზე ახალგაზრდულიც კი, ვინც უეფა-ს ტურნირზე ასპარეზობს. საბა ხარებაშვილი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. ვისაც უეფა-ს ტურნირებზე უთამაშია და მან პირველ შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დიახ, ბევრ მომენტებს ვქმნით და ეს არ ეხება მხოლოდ გასულ მატჩს. ასე იყო სუპერ თასის ფინალშიც და ნახევარფინალშიც.

ეს ძალიან რთული შეხვედრები გამოდგა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დიდი წნეხი მიიღეს, მაგრამ ეს მათთვის შანსია, რომ ისწავლონ და განვითარდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ბალანსის პოვნა ახალგაზრდებსა და გამოცდილ ფეხბურთელებს შორის. გასულ კვირას ყველა მოთამაშე არ იყო სათამაშოდ მზად. ახლა ვფიქრობ, რომ ისინი უკეთესად არიან, როგორც ოქრიაშვილი, ასევე სხვა ფეხბურთელებიც. ვნახოთ გამოგვივა, თუ არა სწორი ბალანსის პოვნა, რადგან მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით თამაში ძალიან რთულია ევრო თასებზე.“

შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად 1:2 წააგო. ქართული გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი უგრეხელიძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. ცნობისთვის, დინამოსა და მონრარ ბარის განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დინამოს 1:0 არ ეყო - მსაჯის შეცდომა და დრამატული ფინალი ბათუმში
დინამოს 1:0 არ ეყო - მსაჯის შეცდომა და დრამატული ფინალი ბათუმში