ნიკო უილიამსი, ლამინ იამალი
Aa
Aa

მათეუსი: ნიკო-იამალის დუეტი ვირცი-მუსიალაზე უკეთესია, მათი ხილვა ბარსაშიც მსურს

ლოთარ მათეუსს სურს ნიკო უილიამსისა და ლამინ იამალის დუეტი „ბარსელონაშიც“ იხილოს. ლეგენდარული გერმანელი მათ ტანდემს მუსიალა-ვირცზე უკეთესად თვლის.

„იმედი მაქვს, ბარსა ნიკო უილიამსს გაიფორმებს. ამაზე ოცნებობს ჩემი მეგობარი ჰანსი ფლიკი. მისი გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 60 მილიონი ევროა, ამჟამინდელი ფასი კი უკვე 100 მილიონს აჭარბებს. ის ფანტასტიკური მოთამაშეა.

იამალს აქვს გამორჩეული სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, რომლითაც იგი თავის ტექნიკურ უნარებს წარმოგვიჩენს. მარადონა, მესი და ახლა იამალი ან მუსიალა. ძალიან მინდა, რომ ფლიკმა ბარსელონაში მუშაობა შეძლოს არა მხოლოდ იამალთან, არამედ უილიამსთანაც.

შოტლანდიასთან 5-1 მოგების შემდეგ ვთქვი, რომ ჩვენი ჯადოსნური დუეტი მუსიალა და ვირცი უნიკალური იყო. ახლა გასაგებია, რომ ესპანელებს უკეთესი დუეტი ჰყავთ! გუნდის შესანიშნავი თამაშით ორივე ფეხბურთელმა ისარგებლა. და ლუის დე ლა ფუენტე მათ მთლიანად ენდობოდა“.

- განაცხადა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ უილიამსის გამოსასყიდი ღირებულება 58 მილიონი ევროა და ნიკო „ბარსელონაში“ გადასვლასთან უკვე ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა