ზურიკოს ყოფილი კლუბი ცუდ დღეშია - ბორდო შესაძლოა გაკოტრდეს და დაიშალოს
ზურიკო დავითაშვილის ყოფილმა კლუბმა „ბორდომ“ შესაძლოა თავი ბანკროტად გამოაცხადოს და ლიკვიდაცია მოითხოვოს.
Foot Mercato-ს ცნობით, კლუბი გაკოტრებასთან ახლოს არის. „ბორდოსა“ და ამერიკულ ჯგუფს Fenway Sports Group-ს შორის, რომელიც „ლივერპულს“ ფლობს, მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ლიგა 2-ის კლუბს ვალების დასაფარად სასწრაფოდ 40 მილიონი ევროს მოძიება სჭირდება. თუ ეს არ მოხდა, „ბორდომ“ შესაძლოა გაკოტრება გამოაცხადოს და ლიკვიდაცია მოითხოვოს.
ამ ამბების გამოცხადების შემდეგ, Ultramarines-მა (ბორდოს აქტიური გულშემატკივრების ჯგუფი) პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც დახმარებას სთხოვდა ყველას, ვისაც შეუძლია კლუბის გადასარჩენად რაიმე გააკეთოს.
„ბორდო“ ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი ფრანგული კლუბია. ჟირონდელებმა ლიგა 1 ექვსჯერ მოიგეს, საფრანგეთის თასი კი 4-ჯერ.