ბარსელონა, ატლეტიკ ბილბაო, ნიკო უილიამსი, დეკუ
Aa
Aa

ნიკოს აგენტი დეკუს შეხვდა - ბარსელონა ტრანსფერის დახურვას ჩქარობს

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის ბარსელონას ძალიან უნდა, რომ ნიკო უილიამსი შეიძინოს და ამის წინააღმდეგ არც თავად ფეხბურთელია.

ამასთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი დღეს ბარსას სპორტულ დირექტორს დეკუს შეხვდა. პორტუგალიელმა ნიკოს აგენტს პირობები გააცნო და მისი დათანხმება სცადა.

ბარსელონა ჩქარობს, რადგან ბილბაოს ფეხბურთელის გადაბირებით პრემიერ ლიგის გუნდებიც ინტერესდებიან და შესაძლოა მათ კატალონიელებზე მეტი გადაიხადონ, რასაც ბასკური გუნდი დიდი ალბათობით დათანხმდება, მაგრამ მთავარი აქ ფეხბურთელის სურვილია.

ესპანური მედია წერს, რომ ჟოან ლაპორტა მაქსიმალურად ცდილობს ტრანსფერის დახურვას, რათა პრემიერ ლიგის კლუბებს დაასწროს.

შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსი ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ფინალში ინგლისის ნაკრებს გოლი გაუტანა. 22 წლის შემტევი ფინალის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰამანი: ბელინგემი ცუდად იქცევა, ის არასწორი გზით მიდის
ჰამანი: ბელინგემი ცუდად იქცევა, ის არასწორი გზით მიდის