დინამოს 1:0 არ ეყო - მსაჯის შეცდომა და დრამატული ფინალი ბათუმში
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ რაზგრადის „ლუდოგორეცს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, თუმცა ორმატჩიან დუელში დემჩენკოს გუნდი 2:3 დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მე-3 წუთზე „დინამო“ ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით დაწინაურდა. პირველი 15 წუთი ბათუმელებმა მაღალი პრესინგი ითამაშეს და მეტოქეს შტურმი მოუწყვეს.
მე-9 წუთზე მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა, თუმცა არბიტრმა გოლი გაუგებარი მიზეზით გააუქმა და არარსებული ჯარიმა დანიშნა. ეპიზოდი ისე დასრულდა, რომ საქმეში ვიდეო რეფერი არც კი ჩართეს.
მეორე ტაიმში ბულგარელებმა დროის გაყვანა დაიწყეს და მთელი ტაიმი მინდორზე იწვნენ. საბოლოოდ, „დინამომ“ მომენტების შექმნა მაინც შეძლო და ბოლო წუთებზე ორი ძალიან რეალური შანსიც ჰქონდათ, თუმცა ორივე შემთხვევაში ონორე გომისმა გატანა ვერ მოახერხა.
არბიტრის მიერ დამატებული 6 წუთიც საკმაოდ ცოტა იყო, თუმცა საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში 2:3 და მომდევნო ეტაპზე „ლუდოგორეცი“ ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგაზე 25 ივლისს შინ მონტენეგროს ჩემპიონ „დეჩიჩს“ დაუპირისპირდება.