ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

ტიტულის დაცვა გაუჭირდება - ზვერევი ჰამბურგში მუხლის ტრავმით თამაშობს

გერმანიაში ჰამბურგის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას რეიტინგის მეოთხე ნომერი ალექსანდრ ზვერევი იღებს.

გერმანელმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში იესპერ დე იონგი 6:2 6:2 დაამარცხა, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში დისკომფორტს გრძნობდა.

ATP Tour-ის ინფორმაციით, ზვერევს კვლავ მუხლის პრობლემა აქვს, რომელიც მან უიმბლდონზე კამერუნ ნორის წინააღმდეგ მიიღო.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ალექსანდრ ტკივილის ფონზე თამაში მნიშვნელოვნად გაუჭირდება. აღნიშნული ტურნირი გასულ წელს სწორედ ზვერევმა მოიგო და ახლა ქულების დაცვა მას ძალიან სჭირდება.

ჰამბურგის ღია პირველობის მერვედფინალში ზვერევი გასტონს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრი პირველ ნომრად არის განთესილი და რეიტინგით მისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ჰოლგერ რუნე იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2018 და 2019 წელს ჰამბურგის ღია პირველობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ 2019 წელს ნახევარფინალში ქართველმა სწორედ ზვერევი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტანას ჩელენჯერი - ალექსანდრე ბაკში მეოთხედფინალში გავიდა
ასტანას ჩელენჯერი - ალექსანდრე ბაკში მეოთხედფინალში გავიდა