ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

ფედელე: დარწმუნებული ხართ, რომ კვარას პსჟ-სგან შეთავაზება აქვს?

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თემასაც ეხება.

„კლუბმა ნახევარდაცვის ხაზში არსებული პრობლემა უნდა მოაგვაროს და გამოსავალი მოძებნოს. მაინტერესებს ვინ იქნება პიოტრ ზიელინსკის შესაბამისი შემცვლელი. ნაპოლის აკლია ნახევარმცველი, რომელსაც სეზონში 10 გოლის გატანა შეუძლია.

ლუკაკუ ოსიმენის ნაცვლად? კლუბმა გადაწყვიტა რომელუს დაელოდოს. არ ვიცი, ამდენად უღირთ ის?

კიეზა და კვარა? ეს ორი განსხვავებული სტილის მოთამაშეა, აბსოლუტურად. კიეზას ამჟამად ფიზიკური პრობლემები აქვს. მას ნახევარდაცვის ხაზიდან მოყოლებული შეუძლია მეტოქეს პრობლემები შეუქმნას, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მას ამჟამად დაღმასვლა აქვს.

და კვარაზე მინდა ერთი რამ ვთქვა: დარწმუნებული ვართ, რომ მას პსჟ-სგან ნამდვილად აქვს შეთავაზება? ნახა ეს ვინმემ?“

შეგახსენებთ, რომ კვარას „ნაპოლიში“ დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია. კლუბი ხვიჩას საწვრთნელ ბაზაზე 25 ივლისს ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: “მიქაუტაძის ლიონში ტრანსფერს მისი აგენტი აფერხებს“
ფრანგული მედია: “მიქაუტაძის ლიონში ტრანსფერს მისი აგენტი აფერხებს“