ჩემპიონთა ლიგა: კაშიას სლოვანმა პირველი ეტაპი გადალახა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ ორრაუნდიან ბრძოლაში ჩრდ მაკედონიურ „სტრუგას“ 6:3 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„სლოვანმა“ შინ 4:2 მოიგო, ამჯერად სტუმრად 2:1 იმარჯვეს და პირველი ეტაპი დამაჯერებლად გადალახეს.
გურამ კაშია პირველი მატჩის მსგავსად ამჯერადაც სასტარტოში იმყოფებოდა და 90 წუთიც ითამაშა. „სლოვანი“ საქართველოს ნაკრების მსგავს 3-4-3 სქემას იყენებს, რომელშიც კაშია ბოლო მცველის პოზიციაზე თამაშობს.
რაც შეეხება მატჩს, „სლოვანმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო და ამით ინტრიგა დასაწყისშივე მოკლა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წელს ბათუმის „დინამო“ წარმოადგენს, რომელიც ამ წუთებში რაზგრადის „ლუდოგორეცს“ მასპინძლობს და 1:0-ს ამარცხებს. სტუმრად ბათუმელებმა 1:3 დათმეს.