ლიონი, მონაკო, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ფრანგული მედია: “მიქაუტაძის ლიონში ტრანსფერს მისი აგენტი აფერხებს“

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ გიორგი მიქაუტაძე კარიერას ლიონში გააგრძელებს. ქართველ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება აქამდე უნდა გაევლო, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხზე არანაირი სიახლე არ არსებობს.

ფრანგული გამოცემა butfootballclub ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნოა.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის გაოფიციალურებას მიქაუტაძის აგენტი აჭიანურებს. გიორგის სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო და 5-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ ჯერ არცერთი არ მომხდარა. ჯერჯერობით ლიონსა და მეცს შორის შეთანხმება არ არსებობს. ეს ინფორმაცია კი დღეს 17:00-ზე ჟურნალსიტმა ანჯელო სალემმა გაავრცელა.

ინსაიდერი მოჰამედ ტუბაშ-ტერმა კი ყველაფერი ქართველის აგენტს ალენ მილიაჩოს აბრალებს. ინსაიდერის თქმით, მილიაჩოს გიორგის წაყვანა მონაკოში სურს, თუმცა ლიონი მეცს 18 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ ჰპირდება. ეს მეცისთვის პრიორიტეტულია, რადგან ლიგა 1-დან გავარდა და ახალი ფეხბურთელები სჭირდება. მონაკო თანხის გადახდას ნაწილ-ნაწილ გეგმავდა.

შეგახსენებთ, დაახლოებით 1 კვირის წინ გამოცხადდა, რომ მიქაუტაძე კარიერას მონაკოში გააგრძელებდა, თუმცა ბოლო წამს ქართველმა ფეხბურთელმა ტრანსფერი ჩაშალა და მოლაპარაკება ლიონთან დაიწყო.

როგორც ჩანს, გიორგი მიქაუტაძის მომავალი ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან თამაში ძალიან მაინტერესებს“ | სპინაცოლას პრესკონფერენცია ნაპოლიში
„კვარასთან თამაში ძალიან მაინტერესებს“ | სპინაცოლას პრესკონფერენცია ნაპოლიში