ლილი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლენი იორო
Aa
Aa

ყველანაირი შეთანხმება შედგა - ლენი იორო მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ლილის ცენტრალურ მცველს ლენი იოროს გადაიბირებდა. წითელ ეშმაკებს ხელს მადრიდის რეალი უშლიდა, თუმცა საბოლოოდ იუნაიტედმა გაიმარჯვა.

გავლენიანი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. იორომ სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.

ლილი მის სანაცვლოდ თავდაპირველად 50 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო შემდეგ 12 მილიონს ბონუსის სახით.

რომანოს ინფორმაციით, ინგლისური გუნდი ლეროის 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. შეთანხმება უკვე მიღწეულია და სულ მალე ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ლენი იორო ლილის აღზრდილი გახლავთ. 18 წლის ცენტრალური მცველი ლილის პირველ გუნდში 2022 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ლუკა მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად | ლუკა მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა