მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი
Aa Aa

პერესმა ფეხბურთს წესი აუგო - მესამე ეპოქა მბაპეს ტრანსფერიდან იწყება

მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა მადრიდის რეალმა სულ ცოტა ხნის წინ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი კილიან მბაპე გაიფორმა.. საინტერესოა გაიმეორებს, თუ არა მადრიდის რეალი წარსულში დაშვებულ შეცდომებს..

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ აღიარა, რომ მბაპეს რეალში ტრანსფერი კარგი ამბავი არ არის არც ბარსელონასთვის და არც სხვა ნებისმიერი გუნდისთვის..

მადრიდულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო და ამის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა, თანაც გუნდში ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი ჰყავს..

კლუბის ლეგენდამ მარსელომ თავის პირად ინსტაგრამზე დაწერა: „არ ვიცი როგორ წარიმართება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, თუმცა ერთი რამ ნათელია. მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვას შეეცდება. მეთექვსმეტე მოდის!!“

ბრაზილიელის აღფრთოვანება ლოგიკურია, მაგრამ წარმატება სულაც არ არის გარანტირებული.. ვარსკვლავების დამატებამ პერესის მეორე მმართველობის დროს გამოიღო შედეგი. მისი პირველი ერა კი მარცხით დასრულდა..

მოულოდნელი გამარჯვება

2000 წელს, ფლორენტინო პერესს არჩევნებში გამარჯვების დიდი იმედი არ ჰქონდა, რადგან იმ დროისთვის სამეფო კლუბის პრეზიდენტი ლორენცო სანსი იყო, რომელმაც რეალს 28-წლიანი პაუზის შემდეგ, 1998 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. 2 წლის შემდეგ კი რეალი კვლავ გახდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული.. ერთი შეხედვით სანსის პოზიციები საკმაოდ მყარი იყო..

მიუხედავად ამისა, ფლორენტინომ არჩევნები მაინც მოიგო. რა გახდა ამის მიზეზი? მისი დაპირებები. პერესმა დადო ორი პირობა.. პირველი - გადაიხდიდა იმ ვალებს, რომელიც კლუბს სანსის მართველობის დროს დაუგროვდა. მეორე და ყველაზე სენსაციური - პერესი გულშემატკივრებს ბარსელონადან ლუიშ ფიგუს გადმოყვანას დაჰპირდა.. ორივე პირობა შესრულდა..

ისტორიის შეცვლა

პერესმა ჭკვიანურად ისარგებლა ფიგუსა და ბარსელონას შორის არსებული დაძაბულობით. ესპანელმა ბიზნესმენმა მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა.

პერესმა გალაქტიკოსის აშენება დაიწყო და ყოველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მინიმუმ ერთ სუპერვარსკვლავს ყიდულობდა.. მისი აზრით, ასეთი სტრატეგია სრულიად აზრიანი იყო. სპორტული და ფინანსური წარმატება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. პერესი ფიქრობდა, რომ, რაც უფრო ვარსკვლავური მოთამაშე ეყოლებოდა გუნდში, მით მეტ ფულს გამოიმუშავებდა და მეტ ტიტულს მოიგებდა.

ამ მიდგომამ ძალიან ცოტა ხანი იმუშავა..

დიდებიდან წარუმატებლობამდე

ფიგუს პირველ სეზონში რეალმა ლა ლიგა მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ზიდანის ტრანსფერის შემდეგ მოხერხდა, რომელმაც ფინალში ლევერკუზენის ბაიერს დიდებული გოლი გაუტანა. რონალდო ნაზარიოს გადასვლის შემდეგ, ბლანკოსმა კიდევ ერთი ლა ლიგა მოიგო..

2003 წელს პერესის პრეზიდენტობის დასასრულის დასაწყისი იყო.. წმინდა ეკონომიკური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მან თავისი მოღვაწეობა დიდებულად დაასრულა და დევიდ ბექჰემი ბარსელონას ცხვირწინ ააცალა.. ეს იყო კოლოსალური კომერციული გადატრიალება..

დევიდის ტრანსფერმა სამეფო კლუბს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. რეალმა წინასასეზონო ტური აზიაში ჩაატარა, სადაც ბექჰემის სანახავად უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა..

სერ ალექს ფერგიუსონიც კი აღტაცებული იყო რეალით, რომელმაც განაცხადა: სახელების კუთხით, ეს არის ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც ოდესმე მინახავს..“

პერესის პროექტი ნელ-ნელა ჩამოიშალა, რადგან კომერციულმა გათვლებმა შემადგენლობა შეასუსტა. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კლოდ მაკელელეს გაშვება იყო, რის შემდეგაც ბლანკოსის ნახევარდაცვა წლების განმავლობაში ვერ დალაგდა.. 2006 წელს პერესმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა..

პერესი გადადგომამდე კიდევ აგრძელებდა სახელოვანი ფეხბურთელების მოყვანას, მაგრამ რეალურად ეს სწორი ტრანსფერები არ იყო.. სამეფო კლუბს ვერაფრით მოერგო მაიკლ ოუენი. ახალგაზრდა ფეხბურთელები კი ვერ ამართლებდნენ.. პერესის პირველი ეპოქა დასრულდა..

მაკელელეს როლი

ახლა კი ცოტა ვრცლად კლოდ მაკელელეს როლის შესახებ.. რეგრესი ვისენტე დელ ბოსკეს სულელურად გათავისუფლების შემდეგ დაიწყო, ხოლო მაკელელე ჩელსის იმის გამო მიჰყიდეს, რომ მან ხელფასის გაზრდა მოითხოვა..

კლოდის გაყიდვის შემდეგ პერესმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა: „ის არ იყო ძლიერი თავით დარტყმის დროს და პასს სამ მეტრზე შორს ვერ აკეთებდა. მოვლენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მაკელელეს დაგვავიწყებენ..“

ფრანგი ნახევარმცველი დღემდე არავის დავიწყებია, რადგან ის პერესის სისულელის სიმბოლო გახდა. დაცვის ხაზი საყრდენი ზონის გარეშე დარჩა, ხოლო დელ ბოსკე კარლოს კეირუშმა ჩაანაცვლა. ის სრულიად უუნარო აღმოჩნდა და სიტუაცია ვერ გადაარჩინა..

ნასწავლი გაკვეთილები

2009 წელს ფლორენტინო პერესი სამეფო კლუბში დაბრუნდა და უმალ ორი რეკორდი მოხსნა. ჯერ კაკა იყიდა, რომელიც გარკვეული პერიოდი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ გადმოიყვანა 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ჩაბი ალონსო დაიმატა, ხოლო შემდეგ სეზონში სამი ხედირასთან გააფორმა კონტრაქტი.

რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ითვლებოდა, მაგრამ ამის პარალელურად რეალი ნელ-ნელა გაძლიერდა და ბლაუგრანა დაჩრდილა. პერესმა სამეფო კლუბში ვარანი, კარვახალი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ისკო და გარეთ ბეილი მიიყვანა..

ფლორენტინო პერესმა ჭკვიანური ნაბიჯები გადადგა. აქედან გამომდინარე, არსებობს საკმაოდ დიდი საფუძველი იმისა, რომ მესამე ეპოქა თავიდან აიცილებს პირველ ეპოქაში დაშვებულ შეცდომებს და ამით მეორე ეპოქის წარმატება გაგრძელდება..

შემდეგი ეტაპი

კილიან მბაპეს აშკარად დიდი ეგო აქვს და ტიტულების მოგება სწყურია. ფრანგი სუპერვარსკვლავი პარი სენ ჟერმენში საკმაოდ გაიზარდა და ეფექტურად აკეთებდა იმას, რაც სურდა..

არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა პოზიციაზე დააყენებს მას ანჩელოტი. სამეფო კლუბს მარცხენა ფლანგზე ერთი მსოფლიო დონის გარემარბი უკვე ჰყავს. საუბარი ვინისიუს ჟუნიორზეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გაიტანა გოლი.

ზოგს ნოსტალგია აქვს პერესის გაურკვეველ გადაწყვეტილებებზე, როდესაც მან დევიდ ბექჰემი გადაიბირა. არადა რეალს მარჯვენა ფლანგზე უკვე ჰყავდა ლუიშ ფიგუ.

კარლო ანჩელოტის განსწავლულობა გულშემატკივრებს სიმშვიდის საფუძველს აძლევს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთივე უბედურება დატრიალდეს, როგორიც გალაქტიკოსის დროს დატრიალდა.. მბაპე სუპერ მოტივირებულია, რადგან მას ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. ბლანკოსი კი ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა..

აქედან გამომდინარე, ის გააგრძელებს წლების წინ დაწყებული დიდებული პრეოქტის ფრთების შესხმას და მუდმივად ისაუბრებს ბავშვობის ოცნების ასრულებაზე.. ითამაშებს იქ, სადაც მწვრთნელი ეტყვის..

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვინისიუსი და ბელინგემი კილიანს უკვე მოუთმენლად ელოდებიან. საინტერესოა არის, თუ არა როდრიგო ასეთი აღფრთოვანებული. ეს სულ სხვა საკითხია, თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლოა მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს..

არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი ენდრიკი, რომელიც შემდეგ სეზონში რეალის მაისურს მოირგებს.. ეს იმას ნიშნავს, რომ სამეფო კლუბს შეტევაში საოცარი ტალანტები ეყოლება..

ამ ყველაფრის მოგვარების საუკეთესო ვარიანტი, რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტია. ის დელ ბოსკეს ტიპაჟს ჰგავს. მშვიდი, აუღელვებელი და განსწავლული.. საბედნიეროდ, პერესი იგივე შეცდომის დაშვებას არ აპირებს და ანჩელოტის არ ათავისუფლებს. იტალიელი სპეციალისტის მთავარი პლუსი გუნდში ჰარმონიული სიტუაციის შექმნაა..

პერესმა შეცდომებზე ისწავლა!! ამას ისიც ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში ესპანელი პრეზიდენტი გამუდმებით ახალგაზრდა ნახევარმცველების ძიებაშია და ფსონს სუპერვარსკვლავებზე აღარ აკეთებს.(მბაპე გამონაკლისია)..

ედუარდო კამავინგა, ორელიან ჩუამენი.. ეს ორი ნახევარმცველი მადრიდული გრანდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები იქნებიან..

საბოლოო ჯამში, მომავალ სეზონს მთელი მსოფლიო ელოდება. ერთი შეხედვით, რეალი ვინისიუსთან, ბელინგემთან და მბაპესთან ერთად შეუჩერებელი მანქანა უნდა გახდეს..

გაზიარება: