ხვიჩა კვარაცხელია, ლეონარდო სპინაცოლა
Aa
Aa

„კვარასთან თამაში ძალიან მაინტერესებს“ | სპინაცოლას პრესკონფერენცია ნაპოლიში

„ნაპოლის“ ახალწვეულმა ლეონარდო სპინაცოლამ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემაზე ისაუბრა. სპინაცოლას შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს და იტალიელმა მარცხენა მცველმა განაცხადა, რომ ძალიან აინტერესებს, „კვარას“ მხარდამხარ თამაში როგორი შეგრძნებაა.

რატომ აირჩია ნაპოლი

„ნაპოლი ავირჩიე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ გუნდისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია. მომდევნო სეზონში სიამოვნებას მივიღებთ და პრობლემებს ბევრ მეტოქეს შევუქმნით. ფეხბურთელები მოტივირებული ვართ და ანტონიო კონტე ძალიან ძლიერი სპეციალისტია, რომელსაც შეუძლია, ყოველდღიურად, უფრო და უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანოს“.

მისი ძლიერი მხარეები

„სისწრაფე და არაპროგნოზირებადობა ჩემი ძლიერი მხარეებია. სისუსტეებს რაც შეეხება, დაცვით ფაზაში მცირე პრობლემები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ეს კომპონენტიც გავაუმჯობესო. მარჯვენა ფლანგზე თამაში? კონტე განაპირა მცველებს გვთხოვს, ცენტრისკენ შევიწიოთ და ათიანზე მოთამაშე ფეხბურთელებს ან გარემარბებს პოზიციები გავუცვალოთ, რაც გუნდის თამაშში მრავალფეროვნებას შეიტანს. წარსულში გარემარბი ვიყავი და ვფიქრობ, მარჯვენა ფლანგზეც შემიძლია თამაში“.

ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე თამაში

„ჩემი გადმოსვლის შემდეგ, ხვიჩას შეუძლია, მეტოქის კართან უფრო ახლოს იმოქმედოს. ძალიან მაინტერესებს, კვარას მხარდამხარ თამაში როგორია და ვფიქრობ, მე და ხვიჩა მარცხენა ფლანგზე ძალიან გავერთობით“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ გადასვლამდე, სპინაცოლა „რომას“ ღირსებას იცავდა და „ჯალოროსის“ რიგებში 2019-დან 2024 წლამდე თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ ნაკრებითა და ფეხბურთელებით“ | ირის ანტმანისა და ანა ჩემინავას კომენტარები
„ვამაყობ ნაკრებითა და ფეხბურთელებით“ | ირის ანტმანისა და ანა ჩემინავას კომენტარები