ალექსანდრე ბაკში
Aa
Aa

ასტანას ჩელენჯერი - ალექსანდრე ბაკში მეოთხედფინალში გავიდა

ყაზახეთში, კონკრეტულად კი ასტანაში ჩელენჯერი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში იღებს.

ალექსანდრემ მერვედფინალურ სტადიაზე იაპონელი ჩოგბურთელი სეიტა ვატანაბე ორ სეტში 6:3 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეოთხედფინალში ბაკშის მეტოქე ATP რეიტინგის 582-ე ნომერი სერგეი ფომინი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ასტანას ჩელენჯერზე მონაწილეობას კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე იღებს, რომელმაც 1/16 ფინალში გაიმარჯვა და ახლა მერვედფინალურ სტადიაზეა, სადაც ომარხანოვს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ალექსანდრე ბაკში მსოფლიო რეიტინგში 622-ე ადგილს იკავებს, საბა ფურცელაძე კი 533-ეს.

აღსანიშნავია, რომ ასტანას ჩელენჯერის ბადე ისეა გადანაწილებული, რომ ქართველი ჩოგბურთელები ერთმანეთს ფინალამდე ვერ შეხვდებიან, ტურნირის საპრიზო ფონდი 41 000 დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლიმპიადის წინ - ნადალი შვედეთის ტურნირზე თამაშობს და 1 მატჩი მოიგო
ოლიმპიადის წინ - ნადალი შვედეთის ტურნირზე თამაშობს და 1 მატჩი მოიგო