პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა ინგლისის ნაკრებში? - The Independent საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

როგორც მოგეხსენებათ, გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები დატოვა. სამი ლომი კი ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

ევრო 2024-ის ფინალისტის გარშემო არაერთმა სახელმა გაიჟღერა, თუმცა დღეს გამოცემა The Independent საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისის ნაკრებმა შესაძლოა 1 წლით დროებითი მწვრთნელი დანიშნოს და შემდეგ პეპ გუარდიოლასთან დაიწყოს თანამშრომლობა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრიორიტეტი ისეთი სპეციალისტის დანიშვნაა, რომელმაც ინგლისური ფეხბურთი კარგად იცის. პეპი კი შესანიშნავი ვარიანტია, რადგან ის ინგლისში უკვე 8 წელია მუშაობს.

ესპანელ მწვრთნელს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და სწორედ ამის შემდეგ შესაძლოა ის სამი ლომის თავკაცი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების გაწვრთნის სხვა კანდიდატები(თუ დროებითი მწვრთნელი არ დანიშნეს) მაურისიო პოჩეტინო, გრემ პოტერი. ედი ჰაუ და ტომას ტუხელი არიან.

ასევე შეგახსენებთ, ინგლისის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტეს ბრძანება | „კვარა გაახანგრძლივებს ან ძველი კონტრაქტით დარჩება“
კონტეს ბრძანება | „კვარა გაახანგრძლივებს ან ძველი კონტრაქტით დარჩება“