მერაბ დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

მერაბის ზედიზედ 10 მოგება დაავიწყდა | ჩიმაევს ტიტულისთვის ბრძოლა სურს

ხამზატ ჩიმაევმა საჩემპიონო ჩხუბის მიღების სურვილი გამოთქვა. 30 წლის მებრძოლმა ოქტაგონზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა და გააკეთა განცხადება, რომლის გამოც, დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

„სავარაუდოდ, ოქტომბერში, აბუ დაბიში გასამართ ღონისძიებაზე დავბრუნდები და ჯერჯერობით უცნობია, ჩემი მეტოქე ვინ იქნება. საჩემპიონო ქამრისთვის მინდა ჩხუბი. შვიდიდან შვიდი გამარჯვება მაქვს და UFC-ში არავინაა ისეთი, ვინც ზედიზედ 7 ბრძოლა ისე მოიგო, რომ ტიტულისთვის არ უჩხუბია“.

სოციალურ ქსელებში, ჩიმაევს მალევე შეახსენეს, რომ UFC-ში, მსგავსი სტატისტიკით ბევრი ყოფილა და ერთ-ერთი მათგანი მერაბ დვალიშვილია. „მანქანას“ ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს, მაგრამ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ჯერ არ უჩხუბია. ამასთან, ჩიმაევი ზედმეტი ამბიციურობის გამოც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ სატიტულო ბრძოლა არ დაუმსახურებია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, ხამზატმა მხოლოდ ორჯერ იჩხუბა. 2022 წლის 10 სექტემბერს, მან კევინ ჰოლანდი დაამარცხა, 2023 წლის 21 ოქტომბერს კი კამარუ უსმანს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართლა სულელია, ჩემთან ნოკაუტი ელის“ | ომალის დვალიშვილის სტრაიკინგის არ სჯერა
„მართლა სულელია, ჩემთან ნოკაუტი ელის“ | ომალის დვალიშვილის სტრაიკინგის არ სჯერა