უესლი ფოფანა, ენცო ფერნანდესი, მალო გუსტო
Aa
Aa

ენცომ შეურაცხმყოფელი ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადა | ჩელსიში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

2024 წლის კოპა ამერიკის ფინალში, კოლუმბიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არგენტინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, ენცო ფერნანდესმა სოციალურ ქსელში ლაივი ჩართო, რომელსაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ენცომ და მისმა თანაგუნდელებმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მისამართით, შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმღერები იმღერეს.

„საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ, მაგრამ წარმოშობით ანგოლიდან არიან. მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები - კამერუნელები, მაგრამ პასპორტში წერია - „ფრანგი“, - ისმოდა ვიდეოში, რომელიც ენცომ მალევე წაშალა.

არგენტინელი ნახევარმცველის ვიდეოს უდიდესი კრიტიკა მოჰყვა და ის და მისი თანაგუნდელები რასიზმში დაადანაშაულეს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, FIFA-ში სარჩელი შეიტანოს და რასისტული საქციელის გამო, „ალბისელესტეს“ მოთამაშეების დასჯა მოითხოვეს.

მომხდარის შემდეგ, ფერნანდესმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა: „მინდა, ვიდეოს გამო, რომელიც კოპა ამერიკის მოგების აღნიშვნისას ჩემს სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ბოდიში მოვიხადო. სიმღერა უაღრესად შეურაცხმყოფელი შინაარსისაა და ამ სიტყვებს არანაირი გამართლება არ აქვს.

ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ და პატიებას ვითხოვ იმის გამო, რომ კოპა ამერიკის მოგების აღნიშვნისას ეიფორიამ მძლია. ეს ვიდეო, ეს ეპიზოდი, ეს სიტყვები ჩემს ხასიათს არ აღწერს. ძალიან ვწუხვარ“.

ფერნანდესის ვიდეომ „ჩელსის“ ფრანგი ფეხბურთელები განარისხა. უესლი ფოფანამ, მალო გუსტომ და აქსელ დისასიმ თანაგუნდელს „ინსტაგრამზე“ გამოწერა გაუუქმეს. ფოფანა ენცოს ვიდეოს გამოეხმაურა კიდეც და დაწერა: „რასიზმის უკიდურესი ფორმა“. ბრიტანული პრესის მიხედვით, მომხდარზე „არისტოკრატები“ გამოძიებას დაიწყებენ და შესაძლოა, არგენტინელი ნახევარმცველი დასაჯონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები“ - არგენტინელები ფრანგებს
„მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები“ - არგენტინელები ფრანგებს