„მართლა სულელია, ჩემთან ნოკაუტი ელის“ | ომალის დვალიშვილის სტრაიკინგის არ სჯერა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი მერაბ დვალიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ „შუგასთან“ ჩხუბისას, აქცენტს არა თეიქდაუნებზე, არამედ სტრაიკინგზე გააკეთებს და მთელ მსოფლიოს აჩვენებს, როგორი სტრაიკინგი აქვს, რისიც ომალის არ სჯერა.
„მართლა მგონია, რომ მერაბი ისეთივე სულელია, როგორადაც გამოიყურება. იმდენად სულელია, რომ შეიძლება, ცოტა ხნით, ჩემთან სტრაიკინგიც სცადოს, მაგრამ მთელი ცხოვრებაა ვვარჯიშობ მებრძოლებისთვის, რომლებიც სტრაიკინგში მყვებიან და ჩემს პარტერში გადაყვანას ცდილობენ. დვალიშვილი ელიტარულ დონეზეა იმაში, რასაც აკეთებს, მაგრამ ჩემთან ნოკაუტი ელის.
მერაბს ბევრ ადამიანთან უვარჯიშია, მაგრამ ჩემნაირი დონის მებრძოლი არასდროს უნახავს. ამის მართლა მჯერა. ჩემ წინააღმდეგ ვერაფერს გააკეთებს და შევეცდები ზუსტად იმ დროში დავანოკაუტო, რაც ალჯოს დასაფინიშებლად დამჭირდა (ომალიმ ალჯამეინ სტერლინგი მეორე რაუნდში დაანოკაუტა)“.
შეგახსენებთ, რომ MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, დვალიშვილისა და ომალის ბრძოლა UFC 306-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს.