ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

“ისტორიის დაწერა გვინდა“ - დემჩენკო ლუდოგორეცთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის დინამო რაზგრადის ლუდოგორეცს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ კომენტარი გააკეთა.

დემჩენკო:

„მინდა ვთქვა, რომ გუნდში კარგი განწყობაა. ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან. ამიტომაც ჩვენ ამ შეხვედრას ძალიან ველოდებით. გვსურს რეაბილიტაცია მოვახდინოთ. წინა თამაშმა გვაჩვენა, რომ ლუდოგორეცი არც ისე საშიშია, როგორც ვფიქრობდით.

ხვალინდელი მატჩი დიდ იმედებს გვაძლევს. გვსურს ლუდოგორეცს ნამდვილი ბრძოლა გავუმართოთ. ისტორიის დაწერა გვინდა. თუ დადებითი შედეგი იქნება, წამოვწევთ რეიტინგს, როგორც ფეხბურთელების, ასევე ქართული ფეხბურთის. ასე რომ, ამ მატჩს დიდი იმედებით ველოდებით.”

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ლუდოგორეცის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. აჭარელთა მხრიდან ერთადერთი გოლი მამუჩაშვილმა გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა 17 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმებას დღეს ვერ მოასწრებს - ფრანგული მედია მიქაუტაძეზე
სამედიცინო შემოწმებას დღეს ვერ მოასწრებს - ფრანგული მედია მიქაუტაძეზე