ახალი ტაქტიკით - ნაპოლიმ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა
მომავალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. ნაპოლიმ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. პარტენოპეის მოწინააღმდეგე სამოყვარულო კლუბი ანუანე იყო.
ნაპოლიმ 4:0 მოიგო. საინტერესო ის გახლავთ, რომ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდი 3-4-2-1 სისტემით ათამაშა.
ანგარიში 44-ე წუთზე ახალწვეულმა სპინაცოლამ გახსნა. მეორე ტაიმში კი მიყოლებით 3 გოლი გავიდა. 53-ე წუთზე თავი ჩედირამ გამოიჩინა, 57-ეზე გაეტანომ, ხოლო საბოლოო წერტილი ნგონგემ დასვა.
შეგახსენებთ, რომ ანუანე ის გუნდია, რომელთანაც ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად მოირგო ნაპოლის მაისური.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდს ივლისის თვეში კიდევ 3 ამხანაგური მატჩი ელის. ნაპოლის მოწინააღმდეგეები მანტოვა, ადანა დემირსპორი და ბრესტი იქნებიან. აგვისტოს დასაწყისში კი პარტენოპეი ჟირონას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის ახლა შვებულებაშია და უცნობია როდის შეუერთდება გუნდს. ასევე ისიც არ არის გადაწყვეტილი დარჩება, თუ არა ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში.