კიევის დინამო, ალექსანდრე ფეიქრიშვილი
Aa
Aa

ქართველი ტალანტი კიევის დინამოში - ფეიქრიშვილმა 5-წლიანი გააფორმა

CrystalSport-ის ცნობით, ალექსანდრე ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოდან’’ კიევის „დინამოში’’ გადავიდა. 18 წლის ტალანტმა უკრაინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალექსანდრე ამ ეტაპზე კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 22 ივლისს გუნდთან ერთად ჩეხეთში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის „დინამოს'' აღზრდილია, თუმცა კლუბი ისე დატოვა, რომ პირველ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. 2024 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის „დინამო 2''-ის შემადგენლობაში 9 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ლექსოს საქართველოს 16, 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ტალანტად ითვლება.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ყოველწლიურად, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასახელებს. 2023 წელს The Guardian-მა 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელები გამოარჩია და 60 მოთამაშეს შორის ალექსანდრე ფეიქრიშვილი შეიყვანა.

მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები