კიდევ 1 წლით ვენეციაში - ჯანელიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
იტალიის საკალათბურთო სერია ა-ში გიგა ჯანელიძე თამაშობს, რომელიც უმანა რეიერ ვენეციას ღირსებას იცავს.
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდზე ვხვდებით ინფორმაციას, რომ ვენეციამ ქართველ კალათბურთელს 1 წლით გაუხანგრძლივა.
კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, 29 წლის ქართველმა გუნდის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.
ჯანელიძე:
„ვენეციაში დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს მსგავსი გუნდის ოჯახში ყოფნა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ფედერიკო კაზარინს, ევგენიო დალმასონს და ნევენ სპაჰიას ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის. ამ გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
მჯერა, რომ ამ გუნდმა გასულ სეზონში რაღაც მნიშვნელოვანს ჩაუყარა საფუძველი. მოუთმენლად ველოდები ყველას ერთად ნახვას. მართლა ძალიან აღელვებული ვარ.“
Umana Reyer ha il piacere di comunicare di aver trovato l'accordo con Giga Janelidze che continuerà a far parte del roster della prima squadra maschile ????
— Reyer Venezia (@REYER1872) July 16, 2024
Il comunicato ???? https://t.co/VRRmOjrLdi#duriibanchi pic.twitter.com/RmylizITGd
შეგახსენებთ, რომ გიგა ჯანელიძეს კარიერის უმეტესი პერიოდი იტალიის რანგით დაბალ დივიზიონებში აქვს გატარებული. ვენეციაში გასული წლის ზაფხულში გადავიდა.
გასულ სეზონში ვენეციამ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა. 30 მატჩი, 19 მოგება, 11 წაგება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პლეი-ოფში გააღწია, სადაც ვირტუს ბოლონიასთან დამარცხდა.