რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ოლიმპიადის წინ - ნადალი შვედეთის ტურნირზე თამაშობს და 1 მატჩი მოიგო

როლან გაროსზე დამარცხების შემდეგ, ლეგენდარული რაფაელ ნადალი კორტს დაუბრუნდა. მატადორი შვედეთში ბასტადის ღია პირველობაზე იღებს მონაწილეობას.

1/16 ფინალში ესპანელი ჩოგბურთელი მასპინძელ ლეო ბორგს დაუპირისპირდა, რომელიც ორ სეტში 6:3 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში ნადალმა ბრეიკი მეოთხე გეიმში შეასრულა, 3:1 დააფიქსირა და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტი კვლავ ნადალის უპირატესობით წარიმართა. რაფამ პირველივე გეიმში მოიგო მეტოქის ჩაწოდება და დარჩენილ დროში ბორგს ბრეიკ პოინტიც კი აღარ ჰქონდა.

ცნობისთვის, ვეტერანი ესპანელი ბასტადის ღია პირველობის 1/8 ფინალში კამერუნ ნორის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ნადალისთვის ეს სეზონი საბოლოოა და 2024 წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ამ მომენტისთვის, რაფას მთავარი პრიორიტეტი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია
ზედიზედ მეორედ - ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია