სერგი ნინუა, ავთანდილ ბახტაძე, გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი სულაბერიძე, ბაქარ ბერეკაშვილი, ანრი ბელთაძე
Aa
Aa

გამარჯვება 37 ქულით - საქართველო B დივიზიონის 1/4-ფინალშია (U20)

კალათბურთში, B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ესტონეთს დამაჯერებლად, 37-ქულიანი უპირატესობით მოუგო - 60:97. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი ქულა გიორგი სულაბერიძემ ჩააგდო, მის აქტივში 21 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასია. ავთანდილ ბახტაძე 1 ქულით ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულის ჩაგდების გარდა 9 მოხსნა და 4 პასი შეასრულა.

გიორგი ოჩხიკიძის აქტივში 15 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასია. ანრი ბელთაძემ და ბაქარ ბერეკაშვილმა 11-11 ქულა ჩააგდეს. სერგი ნინუა 7 ქულით დაეხმარა ნაკრებს.

B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4-დან 3 თამაში მოიგო, პირველ ტურში ალბანეთს აჯობა (97:71), მეორე ტურში რუმინეთთან დამარცხდა (86:76), მესამე ტურში ბულგარეთთან გაიმარჯვა (88:84).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები