ჯონ ჯონსს ბრალი წარუდგინეს
ჯონ ჯონსს დოპინგის ოფიცერზე თავდასხმისთვის ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ინციდენტი 30 მარტს მოხდა, როდესაც დოპინგის ოფიცრები ჯონ ჯონსის სახლში ალბუკერკში მივიდნენ, რათა მისგან შარდის ნიმუში აეღოთ.
ანტიდოპინგური ოფიცერი, კრისტალ მარტინესი და მისი ასისტენტი, ჯერომ მორენო ჯონ ჯონსის სახლში ნარკოლოგიური ტესტის ჩასატარებლად მოულოდნელად, 30 მარტს მივიდნენ, რამაც 36 წლის მებრძოლის გაღიზიანება გამოიწვია.
ჯონსმა ერთ-ერთ მათგანს ტელეფონი წაართვა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. კრისტალ მარტინესის თქმით, მებრძოლი ნასვამი იყო და ეშინოდა, რომ მას დაარტყამდა.
თუ, ჯონსს საბოლოოდ დამნაშავედ ცნობენ, მას ერთ წლამდე პატიმრობა და ჯარიმის სახით 1500 დოლარის გადახდა მოუწევს. ზემოხსენებული საქმის დასრულებას აგვისტოს ბოლოს ელიან.
აქვე გეტყვით, რომ ჯონ ჯონსმა UFC-ში თავისი ბოლო ბრძოლა 2023 წლის მარტში გამართა. 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მისი მეტოქე სირილ განი იყო, რომელსაც პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.