ქართველმა ოლიმპიელებმა საზეიმო ვითარებაში ოლიმპიური ფიცი დადეს
ქართველმა ოლიმპიელებმა ოლიმპიური ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1 მილიონ ლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედალოსანს 250 000 ლარი ერგება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები არიან ლეგენდარული სპორტსმენები - ყველა სპორტული ტიტულის მფლობელი, უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე-უძლიერესი მამაკაცი მსოფლიოში, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე პარიზი - 2024 (26ივლისი - 11 აგვისტო).
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ლიცენზირებული სპორტსმენების სია:
1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. ლაშა გურული (კრივი)
3. გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
4. გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)
5. ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)
6. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
7. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
8. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
9. რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
10. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
11. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
12. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
13. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
14. ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)
15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)
16. გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.)
17. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)
18.ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.)
19. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.)
20. ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.)
21. ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.)
22. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
23. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ)
24. ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.)
25. სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.)
26. ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.)
27. ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)
28. ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)