ქართველების გარეშე | უეფა-მ ევრო 2024-ის სიმბოლური გუნდი შეადგინა
ევრო 2024 დასრულდა, რომელიც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო და ამით რეკორდი დაამყარა. ფურია როხაზე მეტჯერ აღნიშნული ტურნირი არავის მოუგია.
ევრო 2024-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა უკვე დასრულებული ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეული, სადაც სამწუხაროდ არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ მოხვდა.
შემადგენლობა:
მეკარე: მენიო
მცველები: უოკერი, აკანჯი, სალიბა, კუკურელია
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, დანი ოლმო, როდრი
თავდამსხმელები: ნიკო უილიამსი, ჯამალ მუსიალა, ლამინ იამალი
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე გიორგი მამარდაშვილს ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა.