„მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები“ - არგენტინელები ფრანგებს
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელების მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი სიმღერები იმღერეს.
ეს ყველაფერი ასე ჟღერდა:
„მოისმინეთ, გაავრცელე. ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლადან არიან. კარგად დარბიან. მათ უყვართ ტრანსებთან სექსი (მინიშნება მბაპეზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსს ხვდებოდა).
მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები, მაგრამ პასპორტში წერია „ფრანგი“.“
ვიდეო არგენტინისა და „ჩელსის“ ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.
ფრანგები არგენტინელებს ამის გამო FIFA-ში უჩივიან.
როგორც La Provence AFP-ზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ში სარჩელს შეიტანს არგენტინელი ფეხბურთელების რასისტული საქციელის გამო და ასევე, ზომების მიღების მოთხოვნით არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას წერილს გაუგზავნის.