მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, რაული
Aa
Aa

“მისი ოცნება ახდა“ - რაული მბაპეს ტრანსფერზე

დღეს მადრიდის რეალის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. სამეფო კლუბმა ფრანგი სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე წარადგინა. სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე კილიანის პრეზენტაციას 85 000 ადამიანი დაესწრო.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერთან დაკავშირებით, სამეფო კლუბის ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ ისაუბრა.

რა თქვა რაულმა?

„ეს არის ძალიან კარგი დღე, როგორც მბაპესთვის, ასევე მადრიდის რეალის ყველა გულშემატკივრისთვის. ისინი დღემდე აღნიშნავენ მე-15 ჩემპიონთა ლიგის თასს და ამის შეჩერება შეუძლებელია.

კილიან მბაპეს ოცნება ახდა. მან ეს ესპანურად იდეალურად თქვა. ჩვენ, ვინც აქ ვიყავით ვიგრძენით მადრიდის რეალის უზარმაზარი ენერგია და აღფრთოვანება. კილიანი ადაპტაციას მარტივად გაივლის, რადგან ესპანური იცის. ძალიან გაგვიმართლა, რომ ის ჩვენი ფეხბურთელია. ახლა მანდ უნდა დაისვენოს. მოუთმენლად ველით მბაპეს რეალის მაისურში ხილვას.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა კილიან მბაპე პარი სენ ჟერმენიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოიყვანა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები დატოვა
საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები დატოვა