„კვარა ძალიან ძლიერია“ | კანავარომ კონტეს ნაპოლიზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. კანავარომ მომდევნო სეზონში, „ნაპოლის“ შანსებზე, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელობასა და ანტონიო კონტეზე ისაუბრა.
„მომდევნო სეზონში, სერია A-ს ყველა გუნდი ინტერის წინააღმდეგ იქნება, მაგრამ ნერაძურის დაწევა რთული ამოცანაა. ინტერის უპირატესობა ისაა, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ, გუნდში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.
კვარა და ოსიმენი? ნაპოლი კვარაცხელიას შეინარჩუნებს. გასულ სეზონში, ხვიჩას თამაში დეტალურად შევისწავლე და ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ოსიმენს რაც შეეხება, ოსი ბურთს ორჯერ ეხება, მესამეთი კი გოლი გააქვს. ის არაპროგნოზირებადია და გოლის გასატანად ლუკაკუზე ბევრად ნაკლები შანსი სჭირდება. კონტე? ანტონიომ იცის, ფეხბურთელებს თავიანთი ადგილი როგორ მიუჩინოს და საშუალება ექნება, საკუთარი თავი გუნდს მიუძღვნას“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი 17 აგვისტოს გაიხსნება. „ნაპოლი“ თავის შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 20:30-ზე, „ვერონას“ დაუპირისპირდება.