როგორც ტოკიოში | ტალახაძე და სალუქვაძე ჩვენი დელეგაციის მედროშეები იქნებიან
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების დასკვნითი ეტაპისა და პარიზში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა შესახებ.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული სპორტსმენები - ყველა სპორტული ტიტულის მფლობელი ,უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე-უძლიერესი მამაკაცი მსოფლიოში, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი იქნებიან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე
პარიზი - 2024 (26ივლისი - 11 აგვისტო)
-
სალუქვაძე ნინო - (10მ, 25მ)
-
ბაზაძე სანდრო - ხმალი
-
მიშველიძე შოთა - 61 კგ
-
ჩხეიძე ირაკლი - 102 კგ
-
ტალახაძე ლაშა + 102 კგ
-
სარდალაშვილი გიორგი - 60 კგ
-
მარგველაშვილი ვაჟა - 66 კგ
-
შავდათუაშვილი ლაშა - 73 კგ
-
გრიგალაშვილი ტატო - 81 კგ
-
ბექაური ლაშა - 90 კგ
-
სულამანიძე ილია - 100 კგ
-
თუშიშვილი გურამი + 100კგ
-
ლიპარტელიანი ეთერი - 57 კგ
-
ასკილაშვილი ეთერი - 63 კგ
-
სომხიშვილი სოფიო +78 კგ
-
გურული ლაშა - 63.5 კგ
-
ყუშიტაშვილი გიორგი - 92 კგ
-
გოლოვინა ლუბა (ბატუტი)
-
ძებისაშვილი გოდერძი - 65 კგ
-
გამყრელიძე ვლადიმერ - 86 კგ
-
მაჭარაშვილი გივი - 97 კგ
-
პეტრიაშვილი გენო - 125 კგ
-
ზოიძე რამაზი - 67 კგ
-
გობაძე ლაშა - 87 კგ
-
კობლიაშვილი რობერტი - 97 კგ
-
ხარჩილავა ლიკა - 100 მ
-
ფანცხავა ნოე - გულაღმა ცურვა 100მ
-
ნიჟარაძე ანა - ბატერფლაი 100მ