საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები დატოვა
გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ამის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება.
53 წლის სპეციალისტი ინგლისის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ინგლისელები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორჯერ გავიდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მეოთხედფინალამდე და ნახევარფინალამდე მიაღწიეს, თუმცა ჩემპიონობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იზეიმეს.
„როგორც ამაყი ინგლისელი, ჩემთვის დიდი პატივი იყო ინგლისის ნაკრებში თამაში და შემდეგ მისი გაწვრთნა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და მე ყველაფერი გავიღე. მაგრამ ახლა ცვლილებების დროა.
გუნდი, რომელიც მე გერმანიაში ჩავიყვანე სავსეა ნიჭიერი მოთამაშეებით და მათ თასის მოპოვება შეუძლიათ, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ.
მადლობა ყველაფრისთვის“.
- განაცხადა საუთგეიტმა.
ინგლისის ნაკრებმა გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით 102 მატჩი ჩაატარა.