კილიან მბაპე
Aa
Aa

ოფიციალურად: 2029 წლამდე - მბაპემ რეალთან ხელშეკრულება გააფორმა

ამ წუთებში მადრიდში კილიან მბაპეს პრეზენტაცია მიმდინარეობს. ფრანგმა ფორვარდმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, რომელიც 2029 წლამდე იქნება ძალაში

კილიანმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტს ხელი მოაწერა და გულშემატკივრებთან შესახვედრად ემზადება.

კილიანმა 9-ნომრიანი მაისური მოირგო. მან აღნიშნა, რომ ლუკა მოდრიჩის მიმართ პატივისცემის გამო 10-ნომრიან მაისურს არასდროს აირჩევს.

მალე ფრანგი ფორვარდი თავის პირველ პრესკონფერენციას გამართავს და ესპანური მედიის წინაშე წარდგება.

მბაპე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას გეგმავს

ცნობილი გახდა, რომ კილიანს ანტონიო პინტუსი ფიზიკურ კონდიციებზე ავარჯიშებს, რომელიც მას კრიშტიანუ რონალდუს პროგრამით მოამზადებს.

As-ის ცნობით, მსგავსი პროგრამა მბაპეს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში დასაბრუნებლად აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მომატება კიდევ შეუძლია, დაუჯერებელი პოტენციალი აქვს“ | ვალენსიას მეკარე მამარდას აქებს
„მომატება კიდევ შეუძლია, დაუჯერებელი პოტენციალი აქვს“ | ვალენსიას მეკარე მამარდას აქებს