ჯუდ ბელინგემი, გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

„რამე გააკეთე!“ - ფინალის დროს ბელინგემი საუთგეიტზე გაბრაზდა

გარეთ საუთგეიტს ევროპულ პრესაში კრიტიკა არასდროს აკლდა, რომელიც ევრო 2024-ის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

ამჯერად საუთგეიტს კრიტიკა საკუთარი მოთამაშის მხრიდან მოუწია. ESPN-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ფინალში ესპანეთთან მატჩის დროს, ჯუდ ბელინგემმა ნერვები ვერ მოთოკა და მწვრთნელს დაუყვირა.

„შეცვალე რაღაც! რამე გააკეთე!“ – ESPN-ის ოპერატორი მარკ ოგდენი ამბობს, რომ ჯუდმა მწვრთნელს სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.

ხსენებული ინციდენტი მეორე ტაიმში 0:1-ის დროს მოხდა, როცა ინგლისელთა თამაში ქაოტური იყო. რამდენიმე წუთში კი საუთგეიტმა მოედნიდან ჰარი კეინი გაიყვანა. მოედანზე ოლი უოტკინსი და კოულ პალმერი გამოჩნდნენ.

როგორც ცნობილია, თავად საუთგეიტი ნაკრების დატოვებისკენ იხრება და მზადაა წავიდეს, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ მომენტისთვის კულუარულად რამდენიმე სახელია ცნობილი: გრემ პოტერი, მაურისიო პოჩეტინო, ლი კარსლი და ედი ჰაუ. მოწინავე პოზიციაზე სწორედ ედი ჰაუ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიუნდოგანი შესაძლოა გაუშვან - რა არ მოსწონს ფლიკს?
გიუნდოგანი შესაძლოა გაუშვან - რა არ მოსწონს ფლიკს?