დე ლაურენტისი დათმობაზე მიდის - ოსიმენი პსჟ-ს უახლოვდება
პსჟ ვიქტორ ოსიმენის შეძენას გეგმავს და მნიშვნელოვან ნაბიჯებსაც დგამს.
კორიერე დელო სპორტის ცნობით, დე ლაურენტისი მზადაა დათმობებზე წავიდეს და ტრანსფერი უახლოეს 10 დღეში დაიხუროს.
პსჟ „ნაპოლის“ მიერ მოთხოვნილი 130 მილიონის გადახდას არ აპირებს და გარიგებაში ფასის დაწევის მიზნით რომელიმე ფეხბურთელის ჩართვას აპირებს. წყაროს ცნობით, პარიზელები კან-ინ ლის, კარლოს სოლერსა და ნორდი მუკიელეს სთავაზობენ. როგორც ცნობილია, ანტონიო კონტე კან-ინ ლის დამატების ვარიანტს განიხილავს და შესაძლოა შეთანხმება შედგეს.
პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას შეძენა ერთად სურდა, თუმცა „ნაპოლიმ“ ხვიჩას ტრანსფერს ვეტო დაადო და მინიმუმ 1 წლით ქართველი ნეაპოლში დარჩება.
ფრანგულ კლუბს ფორვარდის პოზიციაზე გონსალუ რამუში და რანდალ კოლო-მუანი ჰყავს. ოსიმენის შეძენის შემთხვევაში რომელიმე მათგანს გუნდის დატოვება მოუწევს, რადგან მათი სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება.