სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის | რას წერს ფაბრიციო რომანო მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება. ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ქართველ ფეხბურთელზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა და საფირმო Here we go-თი დაადასტურა, რომ მიქაუტაძე „ლიონში“ გადადის.
გიორგი ლიონში დღეს ჩავა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს. იგი ფრანგულ კლუბთან 2029 წლის ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს. რომანოს არ დაუკონკრეტებია „მეცი“ რა თანხას მიიღებს, მაგრამ სავარაუდოდ, ტრანსფერის ფასი 18 მილიონ ევროს პლუს ბონუსები იქნება.
???????????????? Georges Mikautadze, in Lyon today in order to undergo medical tests and sign in as new OL player from Metz.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 16, 2024
After crazy saga with AS Monaco and even medical tests booked, Mikautadze decides to join OL and his contract will be valid until June 2029.
Here we go ???????? pic.twitter.com/DbGx05JoD3
შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში, მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფავორიტი „მონაკო“ იყო. ქართველ თავდამსხმელს მონეგასკებთან სიტყვიერი შეთანხმებაც ჰქონდა, მაგრამ ბოლო საათებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და 23 წლის ფორვარდმა აირჩია გუნდი, რომლის აკადემიაშიც 2008-15 წლებში ირიცხებოდა.
მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა და „მეცმა“ მისი კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა.