ილქაი გიუნდოგანი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

გიუნდოგანი შესაძლოა გაუშვან - რა არ მოსწონს ფლიკს?

ჰანსი ფლიკმა „ბარსელონაში“ მუშაობა აქტიურად დაიწყო და რთული გადაწყვეტილებების მისაღებად ემზადება.

დღეს ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ კატალონიელებმა შესაძლოა ილქაი გიუნდოგანი გაუშვან.

წყაროს ცნობით, ფლიკი თვლის, რომ გერმანელ ნახევარმცველს ინტენსივობა აკლია. ბურთის დაკარგვის შემდგომ მოქმედებებში ილქაი ეფექტური არ არის და დაცვაში მისი თამაში დაბალ შეფასებას იღებს.

ცნობილია, რომ ფლიკი „ბარსას“ 4-2-3-1 სქემით ათამაშებს. ცენტრში ორი ნახევარმცველი, 4 და 6 ნომრები, მათ წინ კი გამოკვეთილი ათიანი, რომელიც დიდი ალბათობით პედრი იქნება. გიუნდოგანის როლი კი აქ ქრება. ფლიკი საყრდენ ზონაში დე იონგსა და გავის ხედავს, ასევე კლუბი ახალი შუახაზელის შეძენას გეგმავს. სიაში კიმიხი და მიკელ მერინო არიან.

გუნდის ახალი სამწვრთნელო შტაბი გიუნდოგანს მალე გაესაუბრება და მას შეატყობინებენ, რომ ახალი სეზონისთვის გუნდში ცენტრალური ფიგურა აღარ იქნება. „ბარსა“ მზადაა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენოს. ამით კლუბი ფინანსებს დაზოგავს და სახელფასო ჭერს შეამცირებს. ახალი ტრანსფერებისთვისაც უფრო თავისუფლად იქნებიან.

როგორც ცნობილია, თავად 33 წლის გიუნდოგანს „ბარსელონაში“ დარჩენა სურს და ახალ კლუბს ჯერჯერობით არ ეძებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განახლებული სია: ოქროს ბურთის ფავორიტები ცნობილია
განახლებული სია: ოქროს ბურთის ფავორიტები ცნობილია