„ტრანსფერზე ბევრი ფიქრი არაა საჭირო“ | ჩელსის მამარდაშვილის შეძენას ურჩევენ
ლონდონის „ჩელსი“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება და 90 Min-მა დაასახელა ევრო 2024-ის 4 ვარსკვლავი, რომლებიც „არისტოკრატებმა“ უნდა გაიფორმონ. ცნობილი სპორტული სააგენტოს სიაში გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა და 90 Min-ი „ლურჯებს“ მისი ტრანსფერის დახურვას ურჩევს.
„ამ ზაფხულს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბევრი ადამიანის გული მოიგო და იმაში, რომ ყველასთვის მოულოდნელად, ჯვაროსნები მერვედფინალში გავიდნენ, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
23 წლის მეკარე ჩელსის რადარზე უკვე იმყოფება. რობერტს სანჩესისა და ჯორჯე პეტროვიჩის მოსვლამდე, მას არისტოკრატების სამიზნეთა სიაში წამყვანი ადგილი ეკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსია მზადაა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს 40 მილიონ ევროდ შეელიოს და თუ ჩელსიმ გოლკიპერის პოზიციაზე ცვლილებები გადაწყვიტა, გიორგის ტრანსფერზე ბევრი არ უნდა იფიქროს“, - წერს 90Min-ი.
სპორტულმა გამოცემამ, მამარდაშვილის გარდა, „ჩელსის“ ფერდი კადიოღლუ, მიშელ აბიშერი და ნიკო უილიამსი ურჩია. ამ მომენტისთვის, ბრიტანულ პრესაში „არისტოკრატებს“ მხოლოდ ნიკოს უკავშირებენ.