განახლებული სია: ოქროს ბურთის ფავორიტები ცნობილია
ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ, 2024 წლის ოქროს ბურთის ფავორიტებზე აქტიური საუბარი დაიწყო. დეკემბრამდე დიდი დროა, თუმცა როგორც წესი, დარჩენილი დრო ბევრს ვერაფერს ცვლის ხოლმე, თუ რბოლა ძალიან თანაბარი არ არის.
ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა - ამ სამ ტურნირს 2024 წლის ოქროს ბურთზე გადამწყვეტი გავლენა ექნება. Goal-მა ტრადიციულად ტოპ 10 გამოაქვეყნა, რომელშიც ევროს დასრულების შემდეგ ცვლილებებია.
აქამდე ლიდერობას ბელინგემი და ვინისიუსი ინაწილებდნენ, ამჯერად პირველ ადგილზე ევრო 2024-ის საუკეთესო მოთამაშე როდრი გადავიდა. ვინი მეორეა, ჯუდი კი მესამე.
ათეული ასე გამოიყურება:
1) როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
2) ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი, ბრაზილია)
3) ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი, ინგლისი)
4) დანიელ კარვახალი (მადრიდის რეალი, ესპანეთი)
5) ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)
6) ტონი კროოსი (მადრიდის რეალი, გერმანია)
7) კილიან მბაპე (მადრიდის რეალი, საფრანგეთი)
8) ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
9) ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
10) ნიკო უილიამსი (ბილბაო, ესპანეთი)