ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ილია და მერაბი ერთ ღონისძიებაზე არ იჩხუბებენ | რა გეგმები აქვთ UFC-ში?

MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ UFC-ის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ჰელვანის მიხედვით, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ერთ ღონისძიებაზე არ იჩხუბებენ.

„მანქანის“ მომდევნო მეტოქე UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი იქნება და მათი ბრძოლა 14 სექტემბერს (თბილისის დროით, 15 სექტემბერს), ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ გაიმართება. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს და ამ ბრძოლას UFC 307-ის ფარგლებში ვიხილავთ, რომელიც 5 ოქტომბერს (თბილისის დროით, 6 ოქტომბერს) სოლტ ლეიქ სითიშია ჩანიშნული.

ჰელვანი აღნიშნავს, რომ ოფიციალურად არც ერთი ჩხუბი დადასტურებულა და ეს არის გეგმა, რომელიც ამ მომენტისთვის, UFC-ში აქვთ გაწერილი. ცნობილი ჟურნალისტის მიხედვით, შესაძლებელია ყველაფერი წამში შეიცვალოს და საერთოდ სხვა სცენარი მივიღოთ.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 17 თებერვალს გამართა და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თოფურიამ ამავე ღონისძიებაზე იჩხუბა და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები | მამარდა ტოპ 11-შია
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები | მამარდა ტოპ 11-შია