“ჯობს დაურეკო საულს - სევილიამ ნიგესი ორიგინალურად წარადგინა
ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ საულ ნიგესი მადრიდის ატლეტიკოს დატოვებდა.
საბოლოოდ ასეც მოხდა და ესპანელი ნახევარმცველი სევილიაში გადავიდა. ანდალუსიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად და საინტერესოდ დაადასტურა.
სევილიას ოფიციალურ გვერდზე ვხედავთ პოსტს, რომელსაც აწერია “Better call Saul Niguez”. ინსპირაცია აღებულია ცნობილი სატელევიზიო სერიალიდან “Better call Saul“ – „ჯობს დაურეკო საულს“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია.
☎️ Better Call @saulniguez ????#WeareSevilla pic.twitter.com/EXTOaTpCSM
— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) July 15, 2024
შეგახსენებთ, რომ საულ ნიგესი მადრიდის ატლეტიკოს პირველ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, თუმცა სხვადასხვა წლებში იჯარის წესით რაიო ვალეკანოში და ჩელსიში ასპარეზობდა.
ჯამში, 29 წლის ნახევარმცველმა როხიბლანკოს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 427-ჯერ მოირგო, 48 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.