ირის ანტმანი
Aa
Aa

“მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია“- ანტმანი ლიეტუვასთან მატჩის წინ

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნით მატჩს გამართავს. 16 ივლისს, ირის ანტმანის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

15 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, ქალაქ დრუსკინინკაიში გამართა.

მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა გააკეთა.

ანტმანი:

„ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბელარუსთან წაგებულმა შეხვედრამ ბევრი რამ გვასწავლა. დაცვაში იგივე ხარისხი და კონცენტრაცია თუ ვაჩვენეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ლიეტუვასთან მატჩი ფინალია და გოგონებმა ძალიან კარგად იციან, რისი მიღწევა შეუძლიათ 3 ქულის მოპოვებით. ისტორიის დაწერის შესაძლებლობა აქვთ.

ვიცით, რომ ფიზიკურად რთული თამაში გველის.  გამარჯვებული ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გასვლის შანსი ექნება. ფინალი გველის და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა ჩვენთვის. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გამოწვევა გვაქვს. სწორედ ასეთი მომენტებისთვის შრომობენ ფეხბურთელები ამდენს“.

ლიეტუვისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე ორივე გუნდს 7 ქულა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის შანსს მიიღებს.

უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად ჩრდ.მაკედნოიამ სლოვენიასთან უნდა წააგოს(სლოვენია ჯგუფის ლიდერია), ხოლო საქართველომ ლიეტუვა დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები