მონაკოში ტრანსფერი ჩაიშალა - მიქაუტაძე სხვა ფრანგულ გუნდში გადადის
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’EQUIPE იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძემ მონაკოს უარი უთხრა და ლიონთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
წყაროს ცნობით, ლიონის ხელმძღვანელობამ ქართველი ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ მონაკოში არ გადასულიყო და გეზი მათი გუნდისკენ აეღო. მიუხედავად იმისა, რომ ლიონში ლაკაზეტი რჩება, მიქაუტაძეს სათამაშო დროის მხრივ პრობლემა არ ექნება.
ამ მომენტისთვის, ლიონი მეცთან აწარმოებს მოლაპარაკებას და სულ მალე ბიუროკრატიული საკითხები მოგვარდება. აღსანიშნავია, რომ ახალ გუნდში მას იმაზე მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე აიაქსში ჰქონდა.
L’EQUIPE წერს, რომ საბოლოო შეთანხმება ძალიან მალე იქნება. ლაკაზეტი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას და მიქაუტაძე გუნდს გაცილებით ადრე შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ ჯვაროსნების შემტევი მონაკოში გადავიდოდა და ყველაფერი შეთანხმებულიც იყო, თუმცა, როგორც ჩანს ტრანსფერი თავად მიქაუტაძემ ჩაშალა. ცნობისთვის, გიორგი 2008/2015 წლებში ლიონის აკადემიაში ირიცხებოდა.
ასევე შეგახსენებთ, ქართველი თავდამსხმელი 3 გატანილი გოლით და 1 საგოლე პასით ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა.