ქუთაისის ტორპედო, ვარლეი ლეანდრო
Aa
Aa

მორიგი ტრანსფერი - ტორპედომ ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ქუთაისის ტორპედო გაძლიერებას აგრძელებს. ტირანასთან განმეორებითი მატჩის წინ, ქუთაისურმა გუნდმა ახალი ტრანსფერი განახორციელა.

24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა ქუთაისის „ტორპედომ” ბრაზილიური “მირასოლიდან” შეიძინა.

კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორიც “სანტა კრუზი”, “ბოტაფოგო”, “კორიტიბა” და “მირასოლი” არიან.

ვარლეი ლეანდრომ ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც “ტორპედოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ტორპედომ“ ლივერპულისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამადუ სახო დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა